ჩვენს შესახებ

ყოველდღიურ, პირად ცხოვრებაში, ხშირად არ შეიმჩნევა პრობლემის პირველი ნიშნები. რა უნდა მოვიმოქმედოთ, როდესაც სიტუაცია კონტროლიდან გამოდის?
ზოგიერთი ადამიანი ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს საკუთარი ძალებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს რისკი იმისა, რომ დამოუკიდებელმა მოქმედებებმა გამოიწვიოს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა, ასევე დამოუკიდებელი მოქმედებებით შესაძლოა გადაიკვეთოს ისეთი ზღვარი, რომელიც არსებულ კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში (კანონის დარღვევა).
ყველა ამ ასპექტების გათვალისწინებით გესაჭიროებათ პროფესიონალური გუნდის დახმარება, რომელსაც გთავაზობთ ,,კერძო დეტექტივი / უსაფრთხოება GS’’.
ჩვენი გუნდი შედგება უმაღლესი კვალიფიკაციისა და თანამედროვე ცოდნის მქონე პროფესიონალებისაგან. გუნდი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და სხვადასხვა აუცილებელი ინვენტარით, რაც დავალების შესრულებისას გამორიცხავს ნებისმიერ ცდომილებას და თქვენ 100% იან შედეგს მიიღებთ.
ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება, ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ კლიენტთან, კონფიდენციალურობის კანონით დადგენილი წესით დაცვა - ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი.
GS კომპანიის მომსახურეობა ფართო სპექტრს მოიცავს: კერძო დეტექტივი, უსაფრთხოების სისტემები, პირადი დაცვა და სხვა VIP მომსახურებები.
მრავალი წლის მანძილზე დიდი გამოცდილება შევიძინეთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ოჯახური ურთიერთობები, პარტნიორის საიმედოობის საკითხი, არასრულწლოვან და თინეიჯერ ბავშვებთან ურთიერთობა და მათი გარემოს დეტალური შესწავლა, პიროვნებების მოძებნა-დადგენა, იდენტიფიკაცია, უსაფრთხოების სისტემების შერჩევა/შესყიდვა/ინსტალაცია/მონიტორინგი, თქვენთვის და თქვენი სტუმრებისათვის VIP კლასის პირადი დაცვით მომსახურება, საქართველოში ვიზიტით მყოფი პირებისათვის VIP ტრანსპორტით მომსახურება და სხვა.
ვიძლევით გარანტიას, რომ ამ საკითხების მოგვარებისთვის ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს თქვენთვის.
საჭიროების შემთხვევაში ჩვენი პარტნიორები, რომლებიც არიან: ადვოკატები, იურისტები, ფსიქოლოგები გაგიწევენ დამატებით კონსულტაციას ან საჭიროების შემთხვევაში დახმარებას.
ჩვენი პროფესიონალიზმი, პატიოსნება, სწრაფად რეაგირების უნარი და კონფიდენციალურობის დაცვა ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი პრობლემის ან ამოცანის უმაღლესი ხარისხით გადაწყვეტის გზაა.
ჩვენ ჩავდგებით თქვენს სამსახურში დღე-ღამის ნებისმიერ დროს !!!
დაგვიკავშირდით !!!

© 2019 GS Company.